ჩამდურის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. აღსანიშნავია, რომ წელს სკოლის კურსდამთავრებულები: არტაკ მელქონიანი, ინესა ოგანესიანი, ღევენ მელქონანია და რუსლან მურადიანი მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
ახალგაზრდებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სკოლა ასახელეს.
სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგებს ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ, უნივერისტეტიც წარმატებით დაასრულონ და დაეუფლონ პროფესიას, რომელიც აქვთ არჩეული“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.