ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ სასწავლო პროცესი გრანდიოზული ღონისძიებით განახლდა
ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი გრანდიოზულად, დაიწყო.
სკოლის ეზოში, ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით შთამბეჭდავი და ულამაზესი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ქართული ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ლამაზად მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა კი ბავშვების განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. სასკოლო საზოგადოებამ იზრუნა იმაზე, რომ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი ყოფილიყო.
სკოლაში ყველა მოსწავლეს ულოცავენ სწავლის დაწყებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ.
„ბედნიერ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ ჩვენო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომელთაც პირველად შეაბიჯეს ცოდნის სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: