წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით დაიწყო.
სადღესასწაულო განწყობას ზღაპრულად მორთული სასკოლო გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. პედაგოგებმა მოსწავლების განწყობაზე ნამდვილად იზრუნეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონდომებით ჩაერთო. ყველაზე პატარებს - პირველკლასელებს ლეპტოპები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ, რის შემდეგაც სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
სასკოლო საზოგადოება კი სასწავლო წლის დაწყებას ყველას უცლოცავს.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად ჩვენი სკოლის კარი შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით სამშობლოს ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: