გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის პირველი დღე დაუვიწყარ მოგონებად უქციეს.
ისინი მონატრებული მოსწავლეების დასახვედრად მოემზადნენ, საკლასო ოთახები მორთეს, შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და სასკოლო სივრცე ბუშტებით გააფერადეს.
თავის მხრივ, სკოლის კარი პატარებმაც დიდი ხალისითა და ჟრიამულით შეაღეს. ისინი პედაგოგებს გაესაუბრნენ, სწავლის დაწყება მიულოცეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
მათ სასკოლო საზოგადოება წარმატებას უსურვებს.
„გილოცავთ პირველ სკოლაში დღეს... სიყვარულით სავსე ჩვენს სასკოლო სივრცეში უამრავ ლამაზ და წარმატებულ დღეს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: