ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული. ამ ყველაფერმა კი, პატარების განწყობა უფრო აამაღლა. პირველკლასელებს კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ, შემდეგ კი სასწავლო პროცესიც დაიწყო.
სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
იხილეთ ფოტოები: