საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. ისინი ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, სასკოლო გარემო მორთეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
თავის მხრივ, სკოლაში პატარებიც ხალისიანი განწყობით მივიდნენ, მათ მასწავლებლებს ყვავილები უსახსოვრეს და სწავლა მონდომებით დაიწყეს.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
„ჩვენო ძვირფასებო, გილოცავთ ახალი, 2024-2025, სასწავლო წლის დაწყებას. სიხარულით გელოდებოდით გალამაზებულ და მონატრებულ სკოლაში. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ, ჩვენო პატარებო. სამომავლოდ, უამრავ ლამაზ, ფერადსა და შინაარსიან დღეს გპირდებით“,-აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: