ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
გაიმართა მოსწავლეთა მისაღები ღონისძიება. ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და სასწავლო პროცესის განახლება იზეიმეს.
პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. მათ სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დირექტორმა - ლეილა ბათურიშვილმა და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით დაულოცეს.
„ცოდნის განახლების დღესასწაული გაიმართა ჩვენს სასკოლო სივრცეში! ცოდნა ძალაა და წარმატებული მომავლის საწინდარია !ახალ საწავლო წელს ახალი ენთუზიაზმით და შემართებით ვიწყებთ ჩვენი სასკოლო საზოგადოების სახელით, გილოცავთ, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას მეგობრებო!“,- აღნიშნავს დირექტორი - ლეილა ბათურიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მატნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნად გამართული ღონისძიებაც.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: