ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ვითარებაში განახლდა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოცივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და მათ ლამაზად მორთული სკოლა და საკლასო ოთახები დაახვედრეს.
სწავლის დაწყების პირველი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომელთაც სკოლაში ანიმატორები ესტუმრნენ. ზღაპრის გმირებმა მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს და სახალისო აქტივობებში ჩართეს.
მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან და ცოდნის მწევრვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: