წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო, ამის მიზეზი კი ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებაა.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდნენ, საქართველოს დროშა აღიმართა და ეროვნული ჰიმნიც გაჟღერდა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. ისინი ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, მათ განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: