ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს ჯადოსნური დახვედრა მოუწყვეს.
მათთან შესახვედრად მასწავლებლები საგანგებოდ ემზადებოდნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. მათ ბავშვები უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პატარა მოსწავლეების განწყობა, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები გადაეცათ და სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და ეროვნული ჰიმნიც გაჟღერდა.
იხილეთ ვიდეო: