16 სექტემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა საზეიმოდ შეაღეს.
სკოლაში მოსწავლეთა მისაღები ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და სასწავლო პროცესის განახლება დღესასწაულად უქცია.
საზეიმოდ მორთულ სასკოლო სივრცეში ბავშვებს ანიმატორები ესტუმრნენ და მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართეს.
მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს დირექციამ და პედაგოგება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„ჩხენიშის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. წინსვლას და წარმატებას გისურვებთ ყველას. ჩვენ ვიწყებთ შემართებითა და დიდი სიყვარულით“,- აღნიშნა სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: