გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დაწყებითი საფეხურის საუკეთესო შედეგებით დასრულებისთვის, სტიპენდია გადაეცათ 
19-09-2024

თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. 

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრმა - შალვა კილაძემ და სოფელ გეგუთში მერის წარმომადგენელმა - ავთანდილ რუსაძემ მიულოცეს.

გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით შ.პ.ს .ქუთაისის დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ აკადემიკოსი, ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“ ვიცეპრეზიდენტი, თურქეთის რესპუბლიკის ფინანსების აუდიტისა და მენეჯმენტის დოქტორი - მერაბ კვიცარიძე ეწვია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან რამდენიმე წელია, რაც მოსწავლეებისთვის სტიპენდიის გადაცემა ტრადიციად აქცია. ამჯერად, სულხან მამისეიშვილის სახელობის სტიპენდია, დაწყებითი საფეხურის საუკეთესო შედეგებით დასრულებისთვის მოსწავლეებს - ელენე ბოდოკიას, რეზო ბოდოკიას, სერგო დათიაშვილსა და გიორგი სირაძეს გადაეცათ. 

„მერაბ კვიცარიძემ რამდენიმე წელია ჩვენი სკოლისთვის ტრადიციად აქცია ლეგენდარული ქართველის, ღირსეული პიროვნების, უბადლო მეგობრისა და კოლორიტის - სულხან მამისეიშვილის სახელობის სტიპენდიის გადაცემა იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც დაწყებითი საფეხური საუკეთესო შედეგებით დაასრულეს. სკოლა უდიდეს მადლობას უხდის ბატონ მერაბს წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეების წახალისებისა და სულხან მამისეიშვილის ხსოვნისადმი გამოხატული პატივისცემის გამო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203