წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი შთამბეჭდავ, საზეიმო გარემოში დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. მათთვის ასევე საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
სკოლის დაწყებას ყველას სიხარულით, დიდი სიყვარულით ულოცავს მე-7 კლასის დამრიგებელი ელისო აკობია და თითოეულ მოსწავლეს წარმატებულ წელს უსურვებს.
„გილოცავთ! ბევრ მცოდნე, გონება-გახსნილ, გულ-ანთებულ მოქალაქის აღზრდას გისურვებთ.“, - აღნიშნავს მასწავლებელი.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ვიდეო ბმულზე