წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მასწავლებლების კარიერული წინსვლით დაიწყო.
სკოლის პედაგოგებმა - ლიუდმილა ბულუდიანმა და ალიგერა ოგანესიანმა მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. მათ სტატუსი აიმაღლეს და უფროსი მასწავლებლები გახდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მათ კარიერულ წინსვლას და უსურვებს კიდევ არაერთ წარმატებას კარიერულ ზრდაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა წარმატება დაფასებულია.