სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს 
19-09-2024

მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და შემართებით დაიწყო.

მოსწავლეები მონატრებულ სკოლაში დიდი სიხარულით, ყვავილებით ხელდამშვენებულები მივიდნენ. მათთვის სადღესასწაულო განწყობის გაღვივებაზე კი სკოლის დირექტორმა - ლელა თევზაძემ და მასწავლებებმა იზრუნეს. 

ისინი მოსწავლეების დასახვედრად მოემზადნენ, საკლასო ოთახები მორთეს, შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და სასკოლო სივრცე ბუშტებით „გააფერადეს“. 

სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენს მომავალ თაობას ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ წარმატებულ, აქტიურ სასწავლო წელს! ასეთ ლაღები, ღიმილიანები და ხალისიანები უნდა იყოთ ყოველთვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლელა თევზაძე. 

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული სიხარულით შეეგებნენ პირველი კლასის მოსწავლეებს, მათ სასკოლო ცხოვრებაში დამრიგებელი - ეკა შენგელია შეუძღვა და ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. 

„გილოცავთ, ჩემო მერცხლებო, ჩვენ მზად ვართ თქვენს დასაფრთიანებლად,  მრავალფეროვან და ხალისიან სასკოლო ცხოვრებას გპირდებით“,- წერს ეკა შენგელია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203