სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში მოტივირებული, აქტიური, პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ.
მათი მთავარი ამოცანა როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ისე საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა.
სწორედ ასეთია ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო მიქავა. მისი ხელმძღვანელობითა და ჩართულობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ პედაგოგი 2023-2024 სასწავლო წელს მიღწეული წარმატებითვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ ჩვენს ძვირფას პედაგოგს და ვუსურვებთ შემდეგ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: