გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული. ამ ყველაფერმა კი, პატარების განწყობა უფრო აამაღლა.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ნინო კოღუაშვილმა მიმართა და საუკეთესო სურვილები არ დაიშურა.
„დირექცია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის.
განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც წელს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარს, რათა სრულყოფილი ცოდნა მიიღონ. შემდეგ კი, საქართველოს ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ.
ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, გისურვებთ: მონდომებას, სიბეჯითეს, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და ბევრ წარმატებას!
გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას დავძლევთ!
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი საქმიანობით წარმატებებით გაგვევლოს 2024-2025 სასწავლო წელი“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო კოღუაშვილი.
იხილეთ ფოტოები: