აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პროექტში გამარჯვებული და ასევე წარჩინებული მოსწავლეები, პირველკლასელებს კი კომპიუტერები გადაეცათ.
ეს დღე განსაკუთრებულად ამაღელვებელი და ემოციური სწორედ პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მათ წარმატებულ, ნაყოფიერ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: