სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები საგანმანათლებლო პროცესში ენთუზიაზმით ჩერთნენ.
აღნიშნულ დღეს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დირექტორმა სერგო მაღლაფერიძემ სიტყვით მიმართა. ხელმძღვანელმა მასწავლებლებს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაზე, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ქების სიგელებით, რამაც მათ სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
„ვულოცავთ წარმატებულ მოსწავლეებს ჯილდოს და ვუსურვებთ ღირსეულ მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: