წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო.
მოსწავლეები სკოლას ამაღლებული განწყობით, სიხარულით დაუბრუნდნენ. ბავშვებს საკლასო ოთახები მორთულ-მოკაზმული დახვდათ, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ბავშვებმა საყვარელ პედაგოგებს ლამაზი ყვავილები მიართვეს და ამით მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს ულოცავს სწავლის დაწყებას.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებული და ნაყოფიერ წელი დაგვებედოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: