წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო და ძალიან ამაღელვებელი დახვედრა მოეწყო.
მოსწავლეთათვის სკოლა ლამაზად - დეკორაციებითა და ბუშტებით მოირთო. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც „ცოდნის ტაძარში“ პირველად შეაბიჯეს.
მათ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს შემდგომ კი კუთვნილი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, რამაც ბავშვების განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
სკოლის დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ულოცავს.
„დაე, შთაბეჭდილებებით, საოცარი ემოციებით სავსე და წარმატებული წელი ყოფილიყოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: