მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლაში აქტიური, მიზანდასახული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ.
მათგან ერთ-ერთი მე-8 კლასის მოსწავლე - ლანა სართანია გახლავთ. ამჯერად, ის ბათუმში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც ტაეკვონდოში პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ტაეკვონდოს კადეტთა ნაკრების წევრად მიიწვიეს.
სკოლის დირექცია მისი მიღწევით ამაყობს და წარმატებას უსურვებს.
„წარმატებები ლანა! გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას საერთაშორისო სარბიელზე. გვეამაყები და გვეიმედები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: