გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და შემართებით დაიწყო.
მოსწავლეები მონატრებულ სკოლაში დიდი სიხარულით, ყვავილებით ხელდამშვენებულები მივიდნენ. მათთვის სადღესასწაულო განწყობის გაღვივებაზე მასწავლებებმა იზრუნეს.
ისინი მოსწავლეების დასახვედრად მოემზადნენ, საკლასო ოთახები მორთეს, შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და სასკოლო სივრცე ბუშტებით „გააფერადეს“.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული სიხარულით შეეგებნენ პირველი კლასის მოსწავლეებს, მათ სასკოლო ცხოვრებაში დამრიგებელი შეუძღვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავთ პირველი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ ამ დღეს! გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო პროცესს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: