ტყიბულის N2 საჯარო სკოლამ ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო გარემოში, შემართებით დაიწყო.
აღნიშნულ დღეს, სიმბოლურად დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ეკოკლუბ „ერას“ წევრები გახლდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 8 ივლისს „ერა“ წარდგა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ნახევარფინალურ შეხვედრაზე, სადაც მოიპოვა საგზური ფინალში.
ეკო კლუბის წევრ ბავშვებს ნიკო კეცხოველის ადმინისტრაციამ საზეიმო ვითარებაში საჩუქრად გადასცა ბრენდირებული მაისურები და სერტიფიკატები.
სკოლაში მოსწავლეები ამაყობენ და მათ მადლობას უხდიან:
„მადლობას გიხდით თითოეულ მშობელს და მოსწავლეს მხარდაჭერისთვის, წარმატებებს ვუსურვებთ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიას და ვიმედოვნებთ, წარმატებებს მივაღწევთ ფინალურ შეხვედრაშიც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: