ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთულ ეზოში, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, იცეკვეს, იმღერეს და ემოციური გამოსვლით მიესალმნენ თანატოლებს; თოჯინების კლუბის წევრებმა კი, პატარებისთვის თოჯინების თეატრიც გამართეს.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო დღე საქართველოს ჰიმნით, დირექტორ - ბერნიკ ჰოვსეფიანისა და პირველი კლასის დამრიგებლის მილოცვებით დაიწყო.
„ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის და პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულია პირველკლასელებისთვის, რადგან მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: