ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
თავდაპირველად, სკოლის დირექტორმა - ანაიტ პარონიანმა, მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. ღონისძიება წარჩინებული მოსწავლეებისთვის სიგელების გადაცემით გაგრძელდა.
როგორც დირექტორმა აღინიშნა, გასულ სასწავლო წელს სკოლს 4 ურსდამთავრებული ჰყავდა, მათგან 2 მედალოსანია. ანუშ ღაზარიანმა - ოქროს, ხოლო გორ სოღბათიანმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მათ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ.
ანაიტ პარონიანი პირველკლასელებსაც მიესალმა და ბუკები გადასცა. მოსწავლეებმა კი, ეს მნიშვნელოვანი დღე ლექსებით გაალამაზეს.
იხილეთ ფოტოები: