თბილისის N28 სკოლის საზოგადოება პედაგოგ თამარ ადამიას მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოებას ულოცავს
20-09-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი პედაგოგი თამარ ადამია მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულია. 

მას საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გიორგი ამილახვარმა გადასცა. 

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ გარდა მასწავლებლობისა თამარ ადამია 40-ზე მეტი საბავშვო წიგნის ავტორია, იგი ასევე პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა. 

თბილისის N28 საჯარო სკოლის მასწავლებელი პრემიაზე გამარჯვების რწმენით წარადგინეს, გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მისი წარმატებით ხარობენ. 

სკოლის დირექცია, კოლეგები, მოსწავლეები და მათი მშობლები პედაგოგს გამარჯვებას სიყვარულით ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„სასკოლო საზოგადოება ულოცავს ქალბატონ  თამარ ადამიას მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რომელიც გადაეცა საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203