გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 16 სექტემბრის დილა, მამა დავითის ლოცვა-კურთხევით დაიწყო და ნათელი იმედებით, აღმაფრენითა და სიხარულით გაჯერებულ დღესასწაულად გადაიქცა.
სკოლას სტუმრობდა ქალაქის მერი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, რომლებმაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდი წვლილი შეიტანეს სკოლის გაძლიერებისა და აღორძინების საქმეში. მათ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
მოსწავლეებს პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ლამაზად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. ბავშვები სასწავლო პროცესის განახლებას დიდი სიხარულით შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ გუმბრინის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და წახალისებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: