დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სწავლა-სწავლების პროცესი რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს.
სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 16 სექტემბერს მოსწავლეებს საპატიო სტუმრები ესტუმრნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
სასწავლო პროცესის ახალ, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ გარემოში განახლება მოსწავლეებს მიულოცა სკოლის დირექტორმა ეკატერინე ჩიტაურმა. მან თითოეულ მოწაფეს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას ახალ გარემოში. გისურვებთ, წარმატებას და წინსვლას!!!
ზღაპრული გარემო წინსვლის და წარმატების საწინდარი იყოს თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის და ყველა იმ სასკოლო საზოგადოების ნაწილის, რომელსაც სკოლა ჰქვია.
დიდი მადლობა ყველას რეაბილიტირებული სკოლისათვის. ამ ლამაზი დღის მოლოცვისათვის და თანადგომისათვის“,- აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: