ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.
სკოლაში, დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს 16 სექტემბერს ემოციური და საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
მათ სკოლის ეზო და საკლასო ოთახები ლამაზად - დეკორაციებითა და ბუშტებით მორთეს, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავს და მათ წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„ბედნიერი სასწავლო წელი სასიამოვნოდ დავიწყეთ. უფალმა აკურთხოს საქართველოს ყველა ბავშვი, ყველა პედაგოგი, ყველა მშობელი და გაგვინათოს გონება სამშობლოს სასიკეთოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: