წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„მოსწავლეები ლექსებითა და სიტყვებით შეეგებნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლაში, გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმა, დაირეკა სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი და მოსწავლეებმა ხალისით მიაშურეს თავიანთ საკლასო ოთახებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც პორტატული კომპიუტერები საჩუქრად საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სკოლის დირექტორმა - ელისო დანგაძემ, სწავლის დაწყება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.
იხილეთ ფოტოები: