დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
„სკოლის ეზო და საკლასო ოთახები სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით, რაც ყოველი კუთხიდან იგრძნობოდა“,- გვიყვებიან სკოლაში.
სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომელთაც პედაგოგთა დახმარებით, სასკოლო ცხოვრება დიდი სიხრულით დაიწყეს.
„პირველკლასელები, როგორც პატარა ვარსკვლავები, ანათებდნენ და განსაკუთრებულ ხიბლს მატებდნენ ამ დღეს. მათი სიხარული და აღმაფრენა ახალი ენერგიით ავსებდა სკოლის გარემოს, რაც ყველასთვის შესამჩნევი იყო“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიებამ დაუვიწყარი ემოციები და მოგონებები აჩუქა მოსწავლე-მასწავლებლებს.
„ეს იყო დღე, რომელიც დიდხანს დარჩება ყველას მეხსიერებაში, როგორც განსაკუთრებული და ემოციური მომენტი. მათი თვალები სავსე იყო ცნობისმოყვარეობითა და აღმაფრენით, თითოეული ნაბიჯი – ახალი თავგადასავლის დასაწყისი. ამ დღეს სკოლა ნამდვილ სიცოცხლით სავსე ადგილია, სადაც მომავლის ნათელი იმედები იბადება“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: