ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლამ გაიარა ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე.
სკოლაში ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა ახარებთ. სკოლის დირექტორი ლეილა თეთრუაშვილი სასკოლო საზოგადოებას ავტორიზაციის მოპოვებას ულოცავს.
„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლამ მიიღო ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე, გილოცავთ კოლეგებო!
ერთობას დიდი ძალა აქვს! ნებისმიერი პრობლემა მარტივად გადაილახება, სადაც სიყვარული, ერათმანეთის პატივისცემა და თანამშრომლობაა. სკოლის წარმატება ნიშნავს სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, წარმატებულ მასწავლებელს, სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ კმაყოფილ მშობელს. ჩემი კოლექტივი ყოველთვის ზრუნავს იმისთვის რომ სკოლაში იყოს მეგობრული, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ჩვენ უპირობოდ გვიყვარს ჩვენი პროფესია. სწორედ საქმისადმი სიყვარულმა მოგვიყვანა დღემდე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულმა გარემომ მოგვიტანა ის შედეგი, რომლითაც ასე ვამაყობთ დღეს.
ჩემს კოლექტივს ვუსურვებ მუდმივ პროფესიულ ზრდას და ყველაზე დიდი ჯილდოს-
მოსწავლეების მშობლების სიყვარულსა და პატივისცემას.
ბედნიერებმა შენებაშია და არა „აშენებულით ტკბობაში“. მე თქვენთან ერთად კიდევ ბევრ მიზანს დავისახავ ჩვენი სკოლის კიდევ უფრო მეტად წარმოსაჩენად.
მიყვარხართ, კოლეგებო, მიყვარს თქვენი გულანთებული შემართება მიზნის მისაღწევად.
მადლობა ყველას ექსპერტს, ვინც ჩემი კოლეგების დღევანდელ სიხარულში მონაწილეობა მიიღო.
კიდევ ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი! მაშ ასე, წინ მომავლისაკენ!“,- ვკითხულობთ დირექტორის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.