მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო გარემო დაახვედრეს.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დრო სახალისოდ გაატარეს.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს და ნაყოფიერ წელს უსურვებს.
„სერგიეთის საჯარო სკოლა გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: