არბოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა ზღაპრული გარემო დაახვედრეს
20-09-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეთა მოტივაციასა და წახალისებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. 

მოსწავლეთა მისაღებად დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ. საზეიმოდ მოირთო, როგორც სკოლის შიდა ისე გარე სივრცე. 

ფერადმა ბუშტებმა, საზეიმო დეკორაციებმა, მისალოცმა ბარათებმა და სკოლაში ზღაპრული გარემო შექმნა და მსწავლეებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. ბავშვებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით გააგრძელეს. 

სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავენ და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

„გილოცავთ, ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. ნაყოფიერი სასწავლო წელი გქონოდეთ! არბოს საჯარო კოლა, არის ადგილი, სადაც ყოველთვის სიხარულითა და სიყვრულით გელიან! გვინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადოთ, ვინც წვლილი შეიტანა დღევანდელი დღის გალამაზებაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203