მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში, ახალ 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.
პედაგოგმა ელისო ადამიამ საკლასო ოთახი მათთვის ლამაზად- ბუშტებითა და დეკორაციებით მოაწყო, რამაც ბავშვების განწყობა აამაღლა. პირველკლასელებისთვის სკოლის პირველი ზარიც დაირეკა, რაც ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო. მათ ასევე კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ბედნიერ წელს უსურვებს.
„წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ ჩემო პატარებო“, - აღნიშნავს დამრიგებელი ელისო ადამია.
იხილეთ ფოტოები: