ხელედის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ზღაპრული დახვედრა მოეწყო
20-09-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს დიდი დღესასწაული იყო. მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ.

სწავლის დაწყება, სკოლაში ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. 

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელი პირველკლასელებისთვის იყო. მათთვის სკოლის ზარი პირველად დაირეკა.

პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ კუთვნილი კომპიუტერები, რამაც მათი განწყობა და მოტივაცია აამაღლა.

სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ნაყოფიერ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203