მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. მოსწავლეები დიდი შემართებითა და მონდომებით შეუდგნენ სწავლას.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში, მოსწავლეებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო. სკოლა მათთვის ლამაზად მოირთო, რამაც მოსწავლეებს განწყობა და მოტივაცია აუმაღლა.
ბავშვებმა მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს და ამით პედაგოგების მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
სკოლის დირექტორი შორენა ჭიტაძე-გაბისონია ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ, ბედნიერ და ნაყოფიერ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: