გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში, დირექცია და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ.
მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად, ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო. დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
პირველკლასელებს ბუკები საზეიმო ვითარებაში სკოლის დირექტორმა - თამთა გოგიაშვილმა გადასცა, რამაც ბავშვების მოტივაცია და განწყობა აამაღლა.
სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს. მსურს, განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე ჩვენი სკოლის პირველკლასელებს. მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: