თბილისის N103 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ჟრიამულით დაიწყო.
ეს დღე მეორე კლასის მოსწავლეებს, პედაგოგმა - ლალი თეთრაძემ დღესასწაულად უქცია. მან ბავშვებისთვის საკლასო ოთახი ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მორთო, რამაც მეორეკლასელებს განწყობა აუმაღლა.
კლასში სახალისო და საინტერესო აქტივობები ჩატარდა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
ეს დღე ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეებისთვის.
მეორეკლასელები პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, სრულიად საქართველოს სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: