გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში წარმატებით განაახლეს.
მათთვის საკლასო ოთახები საზეიმოდ მოირთო. ბუშტებითა და დეკორაციებით მორთულ-მოკაზმულმა სკოლამ მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
აღნიშნულ დღეს სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - გია ბერძნიშვილმა თავის გუნდთან ერთად სწავლის დაწყება მიულოცა ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ დაათვალიერეს ახლადრებილიტირებული სკოლა და წარმატება უსურვეს თითოეულ მათგანს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე, ახლადრეაბილიტირებულ, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ სკოლაში ძალიან ემოციური და ლამაზი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს ბუდეში დაბრუნებას და სიხარულით, წარმატებით, კაი კაცობით გევლოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: