ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ემოციური და მამოტივირებელი აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეებისთვის.
ზეიმი გაიხსნა საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გაგრძელდა ეროვნული ცეკვებითა და სიმღერებით. ბავშვებმა აღნიშნულ ღონისძიებაზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლი კარი პირველად შეაღეს. ისინი სკოლაში დიდი სიყვარულითა და სიხარულით მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 სასწავლო წელს პატარა გონდრიოს საჯარო სკოლას სამი პირველკლასელი ჰყავს.
იხილეთ ფოტოები: