ციხისძირის საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა
20-09-2024

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში აჭარის განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა ციხისძირის საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე, რომელთაც გასულ სასწავლო წელს სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში გაიმარჯვეს. 

ნუცა გათენაძეს გადაეცა დიპლომი და კომპიუტერი ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ოლიმპიადაში, აჭარის მაშსტაბით, მეორე ადგილის დაკავებისთვის, ხოლო ტონი რიონიძე, გიორგი გელაძე, ლიზი ოქროპირიძე და ნინი მგელაძე  დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და პლანშეტებით მძლეოსნოსნობის ჯგუფურ კონკურსში მეორე ადგილის მოპოვებისთვის.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავ ჩვენს საამაყო მოსწავლეებს გამარჯვებას, მიღწევებსა და აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203