ნახურცილაოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
20-09-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

16 სექტემბერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათთვის ხომ პირველი ზარი დაირეკა. პატარები კომპიუტერებითა და „დედა ენით“ დასაჩუქრდნენ, პედაგოგებმა კი მათ საზეიმო მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს და  სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დიდი სიყვარულით დაულოცეს. 

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა - ირმა ადამიამ და პატარებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობა მიულოცა, პედაგოგებს კი პირველი სასწავლო დღის გალამაზებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ნახურცილაოს სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს პირველკლასელებს და უდიდეს მადლობას უხდის დამრიგებელს ქალბატონ ნარგიზა ჯგერენაიას, ინგლისური ენის მასწავლებელს - ქეთი ნოზაძეს ბავშვებისთვის ასეთი ფერადი გარემოს დახვედრებისთვის“, - ვკითხულობთ სკოლის დირექტორის წერილში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203