თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდ ზარ-ზეიმით შეაღეს.
მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
სკოლის დირექტორმა - ლალი იარაჯულმა მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართა და მოზარდებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ლაფანყურის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს! წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო წელს გისურვებთ!“,- აღინიშნა სკოლაში.
სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათთვის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. პატარები კომპიუტერებითა და „დედა ენით“ დასაჩუქრდნენ, პედაგოგებმა კი მათ ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: