გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
16 სექტემბერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა პატარებს სკოლაში დღესასწაულად უქციეს და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
პირველკლასელები კომპიუტერებითა და „დედა ენით“ დასაჩუქრდნენ, პედაგოგებმა კი მათ ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს მოსწავლე-მასწავლებლებს სწავლა-სწავლების პროცესის განახლებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„უფლისციხის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ წელს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: