ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში, ახალი 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სწავლის დაწყება სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
მე-12 და 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ლამაზი და საინტერესო ღონისძიება მოამზადეს. მათ იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
პირველკლასელებისთვის სკოლის ზარი პირველად დაირეკა, მე-12 კლასელებისთვის კი პირიქით - ბოლოჯერ, სწორედ ამიტომ, მათთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ბედნიერ, ნაყოფიერ, წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: