ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი იყო პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.
ღონისძიების მსვლელობისას სკოლის დირექტორმა - თამარ ივარდავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, ისაუბრა გასული წლის მიღწევებზე. მან მოსწავლეებს და მშობლებს შემდგომი სასწავლო წლისთვის დასახული მიზნები გააცნო.
პირველკლასელებმა დამრიგებელთან ერთად სიმბოლურად გაიარეს წითელ ხალიჩაზე, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მუსიკალური გუნდი „ირისე“ ხელმძღვანელ თინათინ ლაგვილავასთან ერთად სხვადასხვა ხალხური სიმღერებით ალამაზებდა ღონისძიებას. ზეიმზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა სახელმწიფო დროშა. შემდგომ დაირეკა 2024-2025 სასწავლო პირველი ზარი.
ეს დღე ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები: