გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში ახალი, სასწავლო წლის დასაწყისი ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს იმაზე, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარი და შთამბეჭდავი ყოფილიყო. მათ სკოლის ეზო და საკლასო ოთახები ოქროსფერი ბუშტებითა და ლამაზი ნახატებით დიდი მონდომებითა და სიყვარულით მორთეს, რამაც მოსწავლეების განწყობა და მოტივაცია აამაღლა.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს დიდი სიყვარულით ულოცავს სწავლის დაწყებას და მათ წარმატებულ, ნაყოფიერ, ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: