მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში, მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს. ტრადიციულად პედაგოგები მოწაფეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ, შორის აღსანიშნავია ბიოლოგიის მასწავლებლის - თამუნა გულორდავას მე-5 კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული გაკვეთილი, რომელიც მეტად საინტერესოდ და ბავშვების მაღალი ჩართულობით წარიმართა.
პედაგოგმა მე-5 კლასელებს სახალისო შემეცნებითი აქტივობები და საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა მისი ხელმძღვანელობით ცდები ჩაატარეს. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაში ეხმარებათ.
იხილეთ ვიდეო: